logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ომშია ქვეყანა და კრიმინალი სააკაშვილისთვის სცალიათ?
- +

24 მარტი. 2022. 12:00

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერ ელენა შულიაკოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ელენა შულიაკი, ზელენსკის პარტიის თავმჯდომარე:  მიხეილ სააკაშვილმა დაუყონებლივ დატოვოს საქართველო და დაბრუნდეს უკრაინაში, რადგანაც მას აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება ოკუპანტ ქვეყანასთან 2008 წელს, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფოს გამოადგება.

 

ვაჰ. ბიჭო, ბიჭო, გამოცდილება აქვსო. ეს კაი გასაგებია და იქნებ ამ ქალბატონმა გვიპასუხოს, ომამდე 1 თვით ადრე უკრაინიდან რატომ გამოიქცა? იქნებ ჯერ ამაზე გვიპასუხოს და ვინ სად უნდა გაუშვას სასამართლომ, ამაზე სხვა დროს!!!

 

და კიდევ, ქალბატონ ელენეს იქნებ ვინმემ გააცნოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილისა და მისი შპანას მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.

 

ყელში მაქვს ბურთი გაჩხერილი, რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ .....

 

ომშია ქვეყანა და არ გააკრიტიკო მთავრობაო სულ ამას ვკითხულობ და ვგიჟდები რა, ომშია ქვეყანა და კრიმინალ, მკვლელ, კორუმპირებულ, სადისტ სააკაშვილისთვის სცალიათ? მოკლედ რა!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner