„ის, ვინც დღეს პროპაგანდირებს ომს, ის, ვინც დღეს პროპაგანდირებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას აი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ძალისმიერი მეთოდებით, ყველა, ნებსით ან უნებლიედ, მუშაობს მტრის ინტერესებზე და არა ამ ქვეყნის“, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დაიბრუნოს.
„იმ პირობებშიც კი, თუ რუსეთი ძალას დაკარგავს, და დიდი იმედი მაქს, რომ დაკარგავს, ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ მშვიდობიანად, იმიტომ რომ შერიგდეს საზოგადოებები და არ დავთესოთ ახალი სიძულვილი. ნამდვილად გაგვიჭირდება სიძულვილზე სახელმწიფოს აშენება“, - განაცხადა დავითულიანმა.