logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტს: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს
- +

24 მარტი. 2022. 15:16

 

 

„აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს“, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტს.

 

მისივე თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

 

ამასთან, დღევანდელ გამოსვლაში ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღი, უფრო კონკრეტულად კი სამხედრო თვითმფრინავები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner