logo_geo
eng_logo
ბაქოში რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
- +

9 აგვისტო. 2016. 11:58


ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ჰასან როუჰანიმ ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაზე, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი სატრანსპორტო კორიდორის ,,ჩრდილოეთი-სამხრეთის" შექმნა გახდა.

როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი სარკინიგზო გზების გაერთიანებას გეგმავენ. კერძოდ ეს იქნება 72 ათასი კილომეტრის სიგრძის კორიდირი, რომელიც ხმელეთზე სამხრეთ-აზიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს.

ამასთან,  მხარეებმა კასპიის ზღვის რეგიონში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ბოლოს სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner