„რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება საერთაშორისო შეთანხმების შედეგად, რომ საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარისკაცები გაიყვანოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაჭრის გზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები.
„ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნულ პირობას საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე უკან არ წაიღებს. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება საერთაშორისო შეთანხმების შედეგად, რომ საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარისკაცები გაიყვანოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.