უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა შეხვდეს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა „la Repubblica“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ის მზად იყო ამ შეხვედრისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, ვინაიდან რუსეთთან ომი უკვე 8 წელი გრძელდება.
„ბოლო ერთი თვეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. პუტინთან შეხვედრისთვის ახლაც მზად ვარ, რის შესახებაც არაერთხელ მითქვამს. ყველას მშვიდობა გვჭირდება. მზად ვართ, ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მშვიდობის პირობებზე, მაგრამ არ შევასრულებთ ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.