logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: რუსეთს უკრაინის ოკუპაცია სურს, მას მოლაპარაკებები არ აინტერესებს
- +

24 მარტი. 2022. 16:40

 

 

„რუსეთი ჯერ არ არის დაინტერესებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით, რადგან მისმა არმიამ ვერ მიაღწია მიზნებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Reuters-სთან საუბარში განაცხადა.

 

ბორელის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა, რადგან მისი არმია ფრონტის ხაზზე წარუმატებელია.

 

„ახლა რუსეთს არ სურს იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მას არც არაფერზე სურს შეთანხმების მიღწევა. მას მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია სურს. მას სურს ალყის შემორტყმა მოლდოვას საზღვრიდან და უკრაინის იზოლირება აზოვის ზღვისგან. რუსეთი მხოლოდ მაშინ იქნება დაინტერესებული, როცა თავის პოზიციებს გაიმყარებს ისე, როგორც მას სურს“, - აცხადებს ბორელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner