„გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„NATO-ს ლიდერები დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და მათი თავდაცვის უფლების დასაცავად“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე.