logo_geo
eng_logo
ბრიტანული თეატრი ბათუმში
- +

9 აგვისტო. 2016. 12:08


მრავალი ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბრიტანული თეატრალური კომპანია ,,Gecko" ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 12, 13 და 14 აგვისტოს წარმოადგენს სპექტაკლს - ,,ინსტიტუტი''. ეს არის სანახაობრივი, ემოციური დადგმა, რომელიც უბიძგებს მაყურებელს ფიქრისკენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ერთმანეთზე ზრუნვა. სპექტაკლში დახვეწილი მოძრაობებითა წარმოდგენილი რთული ქორეოგრაფია,რომელიც სამსახიობო თამაშთან არის შერწყმული. სპექტაკლი ოთხ პაციენტზე მოგვითხრობს, რომლებიც გარესამყაროსთან შეხვედრის მოსამზადებლად მკურნალობის კურსს გადიან.

სპექტაკლის ჩვენებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.

თეატრი „Gecko" საერთაშორისო დონეზე აღიარებული თეატრალური დასია, რომელიც 2001 წელს დაარსდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner