logo_geo
eng_logo
ბექა ძამაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივ დოკუმენტში საერთაშორისო სასამართლოების წინაშე მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის იქნება მნიშვნელოვანი
- +

24 მარტი. 2022. 18:23

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციიდან გარიცხულია, სამართლებრივად ევროპის საბჭოს აქვს შესაძლებლობა და უფლება, რომ უკვე გამოსულ გადაწყვეტილებებსა და მიმდინარე დავებზე განიხილოს და დაასრულოს ეს პროცესი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მან ისაუბრა ზემოქმედების რა მექანიზმი არსებობს რუსეთის ფედერაციაზე, რათა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდეს.

 

მისივე თქმით, ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისად, სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და რუსეთის ფედერაციას ეს ექნება, როგორც სამართლებრივი ვალდებულება.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივ დოკუმენტში საერთაშორისო სასამართლოების წინაშე მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ცხადია, როდესაც ორგანიზაციის წევრი აღარ არის რუსეთის ფედერაცია იძულების აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება დაფიქსირდეს და მომავალში, თუ რუსეთის ფედერაცია კიდევ გაწევრიანდება ამ ორგანიზაციაში, ეს ვალდებულება მას წინ დახვდება და მოუწევს მისი შესრულება“, - განაცხადა ძამაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner