უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დაკითხვაზე დაიბარა.
საქმე ეხება 2014 წლის იანვარ-თებერვალში მაიდანის აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, მაღალჩინოსნების დაკითხვა მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი.