logo_geo
eng_logo
აშშ-მა რუსეთის ელიტის, პარლამენტისა და თავდაცვის კომპანიების 400-ზე მეტ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა
- +

24 მარტი. 2022. 18:49

 

 

„აშშ-მა რუსეთის ელიტის, პარლამენტისა და თავდაცვის კომპანიების 400-ზე მეტ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

„დამატებით სანქციებს ვაცხადებ, რომელიც რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის კომპანიების 400-ზე მეტ წარმომადგენელს უწესდება. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და მათ უნდა გაიზიარონ ტკივილი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner