„აშშ-მა რუსეთის ელიტის, პარლამენტისა და თავდაცვის კომპანიების 400-ზე მეტ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„დამატებით სანქციებს ვაცხადებ, რომელიც რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის კომპანიების 400-ზე მეტ წარმომადგენელს უწესდება. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და მათ უნდა გაიზიარონ ტკივილი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.