logo_geo
eng_logo
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სულ მცირე, 1 035 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 650 დაიჭრა
- +

24 მარტი. 2022. 18:50

 

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 1 035 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 650 - დაიჭრა.

 

„მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფართო ზემოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner