გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 1 035 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 650 - დაიჭრა.
„მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფართო ზემოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.