logo_geo
eng_logo
ბექა ძამაშვილი: ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საჩივრების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა
- +

24 მარტი. 2022. 18:52

 

 

„ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საჩივრების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რაოდენობასთან ერთად შეცვლილია საჩივრების შინაარსიც და ადრინდელთან შედარებით მათი არსი ნაკლებად მძიმეა.

 

„ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ასეთი მცირე რაოდენობის საჩივრები არასდროს ყოფილა ევროპულ სასამართლოში. დღეს ეს ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ყოველივე თავის მხრივ მიუთითებს იმას, რომ უკვე ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ აქვს მოსახლეობას ნდობა გაზრდილი, ქვეყნის შიგნით პოულობს მოსახლეობა სამართალს. თუმცა, მცირე რაოდენობის საჩივრებიც საყურადღებოა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შინაარსი. თუ შევადარებთ რა სახის საკითხებზე შედიოდა ადრე საჩივრები მაშინ, როდესაც საუბარი იყო სწორედ 3000-4000 საჩივარზე, სასამართლო გადატვირთული იყო ისეთი დარღვევებით, როგორიცაა იყო სიცოცხლის უფლება, წამება, უკანონო დაკავება, აქციის უკანონო დაშლა, ნარკოტიკების ჩადება და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი ნაწილი საჩივრებისა, რაც საქართველოს წინააღმდეგ შედიოდა. თუმცა, ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, რომ შინაარსობრივადაც მკვეთრად შეიცვალა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების შინაარსი და ძირითადად ახლა შედის ისეთი საჩივრები, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან, ადმინისტრაციული წარმოების სამართლიანობასთან ან სასამართლო პროცესის ხანგრძლივობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად არის შეცვლილი შინაარსობრივადაც დავები რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იწყება ევროპულ სასამართლოში“,- განაცხადა ძამაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner