logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბის შექმნას შეიძლება ცდილობდეს
- +

24 მარტი. 2022. 19:37

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბის შექმნას შეიძლება ცდილობდეს.

ჩვენ ნაწილობრივ იმიტომ ვართ შეშფოთებულნი, რომ ვხედავთ რიტორიკას და ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას რაიმე სახის საბაბი და დაადანაშაულოს უკრაინა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოსაყენებლად მომზადებაში. ასევე არსებობს რისკი, რომ ქიმიური იარაღით შეტევას პირდაპირი გავლენა ექნება ნატოს ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებზე, რადგან ჩვენ ვხედავთ დაბინძურებას, ჩვენ ვხედავთ ქიმიური აგენტების ან ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას ჩვენს ქვეყნებში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner