logo_geo
eng_logo
მორის ყვითელაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ საუკეთესო ათეულშია
- +

24 მარტი. 2022. 19:39

 

 

საფრანგეთში, მონპელიეში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე კაცებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს. მათ შორის იყო ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

ყვითელაშვილმა მსაჯებისგან ​92,61 ქულა მიიღო და მე-7 ადგილს იკავებს, პირველზე კი 109.63 ქულით იაპონელი შომა უნოა. თავისუფალ პროგრამას კაცები 26 მარტს შეასრულებენ.

დღეს კი ტურნირზე სპორტული წყვილების შეჯიბრი დასრულდება, რომელშიც მოკლე პროგრამის შემდეგ ქართული წყვილი კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მე-4 ადგილს იკავებენ. მათი გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაციების ყურება ISU-ს ოფიციალურ Youtube-არხზეა შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: სპორტული წყვილები. თავისუფალი პროგრამა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner