უკრანის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას, მათ GPS-დან რუსეთის გამორთვისკენ მოუწოდა.
„საჭიროა რუსეთს ჩამოერთვას GPS-ს გამოყენების შესაძლებლობა ომში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სისტემა არ ეხმარებოდეს რუსულ რაკეტებსა და ბომბებს გაანადგურონ მშვიდობიანი ქალაქები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა ქვეყნისთვის შეიარაღების გადაცემა კიდევ ერთხელ ითხოვა. „ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით მალე იქნება სიმშვიდე ევროპის აღმოსავლეთში. თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს“, -აღნიშნა ზელენკიმ.