logo_geo
eng_logo
შტაინმაიერი : არ მჯერა, რომ რუსეთი თურქეთისთვის NATO-ს ალტერნატივა გახდება
- +

9 აგვისტო. 2016. 12:40


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომ რუსეთ-თურქეთის დაახლოება NATO-სთვის საფრთხეს არ წამოარდგენს. ამის შესახებ შტაინმაიერმა გამოცემა „BILD" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ რუსეთი თურქეთისთვის NATO-ს ალტერნატივა ვერ გახდება.


კარგია, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ჩვენ დაახლოებას ვხედავთ. ამასთანავე, მე არ მჯერა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდება, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს, რომელიც NATO-ალტერნატივა გახდება", - განაცხადა შტაინმაიერმა.

 

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner