logo_geo
eng_logo
ლატვიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე სანქციების დაწესება უნდა განიხილონ
- +

24 მარტი. 2022. 20:30

 

 

 ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე სანქციების დაწესება უნდა განიხილონ, რათა უკრაინაში ომი შეაჩერონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არტურს კარინსის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ენერგეტიკული სანქციები იქნება გზა, რათა პუტინის ომის ხაზინაში ფულის შედინება შეჩერდეს.

,,ყველაზე ლოგიკური ადგილი წინსვლისთვის არის ნავთობი და ქვანახშირი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი, რადგან თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს, იგი არ გაჩერდება", - დასძინა კარინსმა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, სამიტს ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner