“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით,” - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დიპლომატიური ხერხებით, მოლაპარაკებებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვაპირებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.