გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1 თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ხმათა უმრავლესობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
ახალ დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 38-მა სახელმწიფომ, მათ შორის ჩინეთმა, თავი შეიკავა. მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთისგან საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
რეზოლუციის პროექტი უკრაინამ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ შეიტანეს.