logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილეს
- +

24 მარტი. 2022. 21:35

 

 

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილეს.

ჩვენ ვაფრთხილებთ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის, ან მათთან დაკავშირებული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

მათ ასევე დაგმეს რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რომ უკრაინა თითქოს ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდა.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ სხვა ქვეყნებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner