logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერმა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პუტინი გააფრთხილა: „ნუ გააკეთებ ამას!“
- +

24 მარტი. 2022. 21:45

 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ყველა წესის, ყველა შეთანხმებისა და ყველა არსებული კონვენციის დარღვევა იქნება,განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში G7-ის საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: ნუ გააკეთებ ამას!“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა მტკიცედ უარყო რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბის შექმნას შეიძლება ცდილობდეს.

ჩვენ ნაწილობრივ იმიტომ ვართ შეშფოთებულნი, რომ ვხედავთ რიტორიკას და ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას რაიმე სახის საბაბი და დაადანაშაულოს უკრაინა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოსაყენებლად მომზადებაში. ასევე არსებობს რისკი, რომ ქიმიური იარაღით შეტევას პირდაპირი გავლენა ექნება ნატოს ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებზე, რადგან ჩვენ ვხედავთ დაბინძურებას, ჩვენ ვხედავთ ქიმიური აგენტების ან ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას ჩვენს ქვეყნებში, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner