logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინისთვის მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს
- +

24 მარტი. 2022. 22:38

 

 

ნატო არასდროს ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღეს არის,განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმადიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-მა ვალდებულება აიღო, უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი გავხდი. საჰაერო სისტემები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და ჩვენი იარაღი მიედინება უკრაინაში. დღეს კი ვაცხადებ, რომ აშშ მზად არის, გამოყოს მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება, რათა დაეხმაროს მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალებულნი არიან ომის გამო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ქვეყანაში 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს.

ნატო არასდროს ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღეს არის. პუტინი ზუსტად საპირისპირო შედეგს იღებს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner