logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ (G20) უნდა გარიცხონ
- +

24 მარტი. 2022. 22:47

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ (G20) უნდა გარიცხონ.

ჩემი პასუხია დიახ, - განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, გაირიცხოს უნდა თუ არა რუსეთი „დიდი ოცეულიდან“. 

ეს დამოკიდებულია G20-ზე. ეს საკითხი დღეს წამოიწია და მე გამოვთქვი შესაძლებლობა, რომ თუ ინდონეზია და სხვები არ ეთანხმებიან რუსეთის გარიცხვას, მაშინ, ჩემი აზრით, უნდა მოვითხოვოთ, რომ უკრაინასაც შეეძლოს დაესწროსდიდი ოცეულისშეხვედრებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner