აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ (G20) უნდა გარიცხონ.
„ჩემი პასუხია დიახ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, გაირიცხოს უნდა თუ არა რუსეთი „დიდი ოცეულიდან“.
„ეს დამოკიდებულია G20-ზე. ეს საკითხი დღეს წამოიწია და მე გამოვთქვი შესაძლებლობა, რომ თუ ინდონეზია და სხვები არ ეთანხმებიან რუსეთის გარიცხვას, მაშინ, ჩემი აზრით, უნდა მოვითხოვოთ, რომ უკრაინასაც შეეძლოს დაესწროს „დიდი ოცეულის“ შეხვედრებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.