ფიგურულ ციგურაობაში მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამაში იასპარეზა კარინა საფინა-ლუკაბერულავას წყვილმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა მსაჯებისგან 67.36-ქულიანი შეფასება მიიღეს და მეოთხე შედეგით მოიპოვეს თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა მორის ყვითელაშვილიც. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოკლე პროგრამაში მიღებული 92.61 ქულით 30 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა და 26 მარტს, თავისუფალ პროგრამაში შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება.