“რაღაც პიარული გეგმა შედგება ოპოზიციის მხრიდან, წევენ არარსებულ თემებს და მერე ცდილობენ, შენ ჩაგითრიონ ამ ყველაფერში, ჩვენ არ ჩავყევით - ეს ძალიან პრინციპულია ჩვენთვის, არ შეიძლება ასე ხელოვნურად აწეულ თემებს გაყვე, მით უმეტეს, ძალიან მგრძნობიარე თემაა,” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნეიტრალიტეტზე საუბრისს განაცხადა.
„როდესაც ამ ვითარებაში არსაიდან იწყებ ნეიტრალიტეტზე საუბარს, ეს არის ჩვეულებრივი ანტისახელმწიფოებრივი მავნებლობა. ისინი ცდილობენ მუდმივად ახალი პროვოკაციები შემოგვთავაზონ, რისი მიზანიც არის, რომ ქვეყანას გაურთულონ მდგომარეობა საერთაშორისო კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.