logo_geo
eng_logo
2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება
- +

9 აგვისტო. 2016. 12:51


2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდისთვის დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამისთვის საკანონმდებლო ბაზა მზად არის.


მისივე თქმით, დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი შემადგენელი - სოციალური პენსია ანუ საბაზისო პენსია იქნება მზარდი, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაემატება.


„იმის მიუხედავად, რომ საპენსიო განაკვეთი 65%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში პენსია სექტემბრიდან 216 ლარი ხდება, პენსია ფაქტიურად არის შემწეობა და ჩვენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწრაფად უნდა გადავიდეთ. ამისათვის საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და ვფიქრობ, რომ 2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner