“სამწუხაროდ გვაქვს რთული მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული - ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით. ანუ, კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილებული, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე მიიღეს,” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გვაქვს ძალიან სამწუხარო და უცანური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინის ხელისუფლებაში. ეს არის უნიკალური მოცემულობა მსოფლიოს ისტორიაში. ამ ყველაფრის მიუხადავად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ ვდგავართ მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით და სადაც საჭირო იყო პოლიტიკური თანადგომა, ყველგან მყარი პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირეთ. ვერავითარი ელჩის გაწვევ, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები ჩვენს ამ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს - ქართველებსა და უკრაინელებს აკავშირებთ საუკუნოვანი მეგობრობა და ეს ყველაზე ფასეულია“, - განაცხადა კობახიძემ.