logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ენერგეტიკას ევროპის შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენებს
- +

25 მარტი. 2022. 00:23

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგეტიკას ევროპის შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება.

,,ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner