logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს
- +

25 მარტი. 2022. 00:30

 

 

საქართველოში ყველამ იცის, რა მოხდა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გირგვლიანის მკვლელების საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი [სააკაშვილის] სარჩელი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

საქმე ეხება ორ თემას - ვალერი გელაშვილის საქმეს, სადაც სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს სტრასბურგში, რომ ვალერი გელაშვილი არ უცემიათ, ის ამაში გარეული არ ყოფილა და .. და მეორე არის გირგვლიანის საქმე, სადაც საუბარია მკვლელების მფარველობაზე. ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, თვითონ სტრასბურგს აქვს თავის დროზე დადგენილი და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner