logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ჩინეთს ესმის ის მძიმე ეკონომიკური შედეგები, რაც იმ შემთხვევაში დადგება, თუ ჩინეთი უკრაინაში ომში რუსეთს დახმარებას გაუწევს
- +

25 მარტი. 2022. 01:27

 

 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩინეთს ესმის ის მძიმე ეკონომიკური შედეგები, რაც იმ შემთხვევაში დადგება, თუ ჩინეთი უკრაინაში ომში რუსეთს დახმარებას გაუწევს.

ჯო ბაიდენის თქმით, გასულ კვირას მას ამ თემაზე ძალიან პირდაპირი საუბარი ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

არ დავმუქრებივარ, თუმცა მკაფიოდ განვუცხადე იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის დახმარების გაწევას. მას ვუთხარი, რომ რამდენიმე ამერიკულმა და საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი ბარბაროსული ქცევის გამო. ვიცი, რომ მას აქვს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან და აშშ-სთან. დავარწმუნე, რომ ეს საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ვფიქრობ, ჩინეთი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური მომავალი უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner