“არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიციები უკრაინის მიმართ, ასევე საკუთარი პოზიციები რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული დიპლომატია აბსოლუტურად სწორად და აბსოლუტურად გამართულად მუშაობას,” - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გავატარეთ, მშვიდობის პოლიტიკა, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად დააფასებს საზოგადოება. უკვე ყველას ესმის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა აბსოლუტურად სწორი და უშეცდომოა. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ სწორედ დღევანდელი გატარებული პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად 2024 წლის არჩევნებიც კი გაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.