“სააკაშვილმა პირდაპირ ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ შეიძლება ისინი აპირებდნენ ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პარტიული აქტივი სხვადასხვა ეთერში აქტიურად იმეორებდა ნეიტრალიტეტის საკითხს,” - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში დღეს საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება.
„აბსოლუტურად გაუგებარი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხის განხილვა დაიწყეს და მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა ნეიტრალიტეტის თემის განხილვა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ არასწორ გზაზე იდგნენ, მიხვდნენ რომ მოღალატეობრივი იყო ამ თემის ასე წამოწევა და გაშლა. მერე შეეცადნენ, რომ ეს შეცდომა სხვისთვის გადაებრალებინათ. მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში დღეს საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება, ამას აქვს როგორც თეორიული, პრქტიკული, ისე პოლიტიკური დასაბუთება.
ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, შესაბამისად, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის ქართველი ერის არჩევანს სანამ ქართველი თავად არ დააფიქსირებს საპირისპიროს“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.