logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: პუტინს სურს, უკრაინულ ქალაქებს ისე მოექცეს, როგორც გროზნოს, მაგრამ ის მაინც ვერ გაიმარჯვებს
- +

25 მარტი. 2022. 11:29

 

 

ბრიუსელში გამართული NATO-ს საგანგებო სამიტის შემდეგ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა მას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, თუმცა არასაფრენი ზონის შექმნაზე საუბარი არ მიდის. ამის შესახებ BBC წერს.

 

მისივე განმარტებით, ცის დახურვა ნიშნავს იმას, რომ ბრიტანულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, ხოლო რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის არც ერთი ქვეყანა არ არის მზად.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ვლადიმირ პუტინი აპირებს, უკრაინულ ქალაქებს ისე მოექცეს, როგორც გროზნოს, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინა მაინც გაიმარჯვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner