„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ჩავა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს“, - ამის შესახებ BBC წერს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ ვიზიტის მიზანია დასავლეთის განწყობის ჩვენება უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
ჟეშუვში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას შეხვდება. გარდა ამისა, აშშ-ის პირველი პირი უკრაინელ ლტოლვილებს მოინახულებს.