logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა
- +

25 მარტი. 2022. 11:32

 

 

ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა.

 

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება.

 

„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ასევე, უარი თქვა ენერგიის საფასურის რუბლებში გადახდაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner