„დიახ, ჩვენი ინტერესია, რომ ამას შინაარსობრივი განხილვაც მოჰყვეს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოში საქმის - „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ არსებით ეტაპზე გადასვლას.
მისი თქმით, დადასტურდება, რომ პატიმარ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს
„ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ნაწილის გასაღებას ცდილობს, რომ თითქოს, რაიმე წარმატებას მიაღწიეს სასამართლოში. ჩვენთვის უკეთესია, რომ არსობრივად განიხილოს აღნიშნული საქმე, რითაც დადასტურდება, რომ პატიმარ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული საკითხია და შინაარსობრივ განხილვაზე საუბარი არ არის, მაგრამ დიახ, ჩვენი ინტერესია, რომ ამას შინაარსობრივი განხილვაც მოჰყვეს“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.