logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამყარებს საერთაშორისო დონეზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას
- +

25 მარტი. 2022. 11:38

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაუშვებლად ეცნო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას.

 

„სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამყარებს საერთაშორისო დონეზე მიღწეულ იმ უდიდეს წარმატებას, რომლის საფუძველზეც, ერთხელ და სამუდამოდ, მთელი მსოფლიოსთვის გაცხადდა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინააღმდეგ გადადგმული (ნაბიჯები)“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

 

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში კრემლის კოორდინაციით შევიდა, ევროსასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner