logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: გამარჯვება არის იმ პროფესიონალური საქმიანობის დამსახურება, რომელსაც ხელისუფლება ეწევა
- +

25 მარტი. 2022. 11:41

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაუშვებლად ეცნო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი, იმ პროფესიონალური საქმიანობის დამსახურებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა.

 

„სტრასბურგის სასამართლოში საკმაოდ სერიოზული შემოტევა იყო, მრავალმა ადამიანმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი, 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ეს რუსეთის მიერ იყო ორკესტრირებული და საკმაოდ პროფესიონალურად ჩამოყალიბებული, თუმცა, აქაც, საქართველოს მხარემ მოიპოვა სავსებით ობიექტური წარმატება. გამარჯვება არის იმ პროფესიონალური საქმიანობის დამსახურება, რომელსაც ხელისუფლება ეწევა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 370 ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში კრემლის კოორდინაციით შევიდა, ევროსასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner