პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით, ოპოზიციასთან ერთად, დეტალურად განიხილავენ
„პირველ მოსმენაზე ჩვენ შევჯერდით, თუ რა ტიპის დანაშაულებს შეიძლება შეეხოს ამნისტია. ახლა უკვე, მათ შორის, ოპოზიციასთან კონსულტაციის საფუძველზე ეს კანონპროექტი მუხლობრივად იქნება განხილული და შესაძლებელია, გარკვეული ტიპის ცვლილებები იყოს, თუმცა მთავარი პირველი მოსმენით მიღებულია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საკომიტეტო მოსმენაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ.