logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი სომხეთის განცხადებას, კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავების შესახებ, სიცრუეს უწოდებს
- +

25 მარტი. 2022. 11:44

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხური წყაროების ცნობები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვითარების სავარაუდო გამწვავების შესახებ, სადაც დროებით რუსი სამხედროების კონტინგენტია განლაგებული, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

„არანაირი შეტაკება და ინციდენტი არ მომხდარა. სომხური წყაროები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ამძაფრებენ ვითარებას. მიზანი არის პანიკური ატმოსფეროს შექმნა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner