logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება, საზოგადოებაში გაჩენილი შიშის პრევენცია იქნება
- +

9 აგვისტო. 2016. 13:26


„ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება, საზოგადოებაში გაჩენილი შიშის პრევენცია იქნება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ხელოვნურად აგორდა თემა იმის შესახებ, თითქოს სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ირღვევა, რამაც, თავის მხრივ, საზოგადოების შიში გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს.


ხუნდაძის თქმით, საკანონმდებლო დონეზე ამის რისკ-ფაქტორი არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას შიში მოუხსნას, კონსტიტუციაში მკაფიო ჩანაწერის განხორციელების გზით.


"ქორწინებასთან დაკავშირებული თემა "ქართული ოცნების" მიერ აგორებული არ არის. თემა აგორებულია არაკეთილისმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, როცა ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები ირღვევა. სწორედ ამის გამო გაჩნდა საზოგადოებაში შიში იმისა, რომ ვინმე როდესმე ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. რადგან შიშის ფაქტორი მუშაობს, ამიტომ ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს. სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეგვეტანა და დაგვეფიქსირებინა, რომ საზოგადოებაში ამის შიში არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner