„ჩვენ განვიხილავთ სანქციებს, მაგრამ ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი“, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთი ევროკომისიის წარმოდგენილ ყველა სანქციას მხარს დაუჭერს.
„ჩვენ შევთანხმდით უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაზე. უკრაინას უნდა დავეხმაროთ ფინანსურად ომის დასრულების შემდეგაც. რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, რა თქმა უნდა სამივე სახელმწიფოს გვინდა მივცეთ ევროპული პერსპექტივა, რომ იყვნენ ევროპის ნაწილი უფრო ძლიერად, ვიდრე დღეს არიან. ევროკომისია მოამზადებს დასკვნას თითოეულ ქვეყანაზე და ეს არის სწორი გზა. ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშებს“, - განაცხადა სანა მარინმა.