logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი - როდესაც მილიონებზეა საუბარი და ვიღაცები ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას ცდილობენ, უბრალოდ, სასაცილოა
- +

25 მარტი. 2022. 11:55

 

 

„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ საჯარო მოხელეს, რომელიც არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და პასუხისგება მოუწევს.

 

„საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც მილიონებზეა საუბარი და ვიღაცები ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას ცდილობენ, უბრალოდ, სასაცილოა. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა და დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner