logo_geo
eng_logo
მათეუშ მორავეცკი: პოლონეთი უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მხარს უჭერს
- +

25 მარტი. 2022. 11:57

 

 

„პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პოლონეთის პრემიერის თქმით, პოლონეთი ასევე უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მხარს უჭერს.

 

„რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული შეტევა დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა თავისუფალი მსოფლიოსთვის. სანქციები უნდა იყოს რაც შეიძლება მკაცრი და გადამწყვეტი. პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის. სანქციები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ასეთი ხოცვა ხდებოდეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული პასუხის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცები ნამდვილი მებრძოლები არიან. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი მსოფლიოსა და ევროპისთვის. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა მათეუშ მორავეცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner