„ევროკავშირის ლიდერებთან აზრთა გაცვა-გამოცვლისას ჩემი გზავნილი იყო მკაფიო - პუტინის კრიმინალური შეჭრამ უკუშედეგი გამოიღო“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული სამყარო დღეს უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ერთი თვის წინ იყო.
„მე ასევე წარმოვადგინე ევროპარლამენტის შეხედულება, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები მივიღოთ გაბედული გადაწყვეტილებები, დავრწმუნდეთ რომ მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა. პირელ რიგში უნდა დავაორგანიზოთ ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომ გავუმკლავდეთ იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც ომს გაურბიან და საჭიროებენ თავშესაფარსა და დაცვას“, - განაცხადა მეცოლამ.